ნეოკონსერვატიული ტალღა

ნეოკონსერვატიული ტალღა

ამ ტერმინით აღინიშნება ცივი ომის მიწურულს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა ხელისუფლების სათავეში კონსერვატიული ძალების მოსვლა: აშშ-ში რეიგანი (1981-1989) და ბუში უფროსი (1989-1993); გერმანიაში კოლი (1982-1998); დიდ ბრიტანეთში თეტჩერი (1979-1990) და მეიჯორი (1990-1998). ნეოკონსერვატიზმი, როგორც იდეური მიმართულება, გამოირჩეოდა ისეთი ტრადიციული კონსერვატიული და ლიბერალური ღირებულებების რესტავრაციით, როგორიცაა ინდივიდუალური თავისუფლება, სახელმწიფოს ჩაურევლობა კერძო სამეწარმეო საქმიანობაში, ოჯახი, რელიგია და ა.შ. შესაბამისად, საშინაო პოლიტიკის სფეროში ინგლისელმა კონსერვატორებმა მხარი დაუჭირეს რიგი წამგებიანი ნაციონალური საწარმოების დენაციონალიზაცია-პრივატიზაციას, წაახალისეს საშუალო ფენის საწარმოო ეკონომიკური აქტივობა. შეერთებულ შტატებში რეიგანმა პრიორიტეტული გახადა და წაახალისა ცალკეული შტატების ეკონომიკური ინიციატივები, შეზღუდა ფედერალური გადასახადები და სხვ. საგარეო პოლიტიკაში კონსერვატორები დაადგნენ მკაცრი კურსის პოლიტიკას საბჭოთა კავშირთან და მისი დაშლით ფაქტობრივად მიაღწიეს ცივი ომის დასასრულს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……