ნეორეალიზმი

ნეორეალიზმი

იგივე სტრუქტურული რეალიზმი, საერთაშორისო ურთიერთობების წამყვანი სკოლა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების განმსაზღვრელად საერთაშორისო სისტემის სტრუქტურულ მახასიათებლებს მიიჩნევს და არა ამ სისტემის შემადგენელ ნაწილებს. ნ. უკავშირდება კენეტ უოლცის ნაშრომებს. უოლცის აზრით, გლობალური სისტემის ხასიათი განაპირობებს სახელმწიფიოების ქცევას და არა პირიქით. საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ერთიანობის დემონსტრირებით ნ. საერთაშორისო პოლიტიკის ავტონომიურობას უსვამს ხაზს. სერთაშორისო პოლიტიკის ეს ავტონომიურობა საერთაშორისო ურთიერთობების ბუნების თეორიული განზოგადების საშუალებას იძლევა. ნ-მა ბევრი რამ ისესხა კლასიკური რეალიზმისაგან, მათ შორის სახელმწიფოების, როგორც რაციონალური და უნიტარული მოქმედი პირების თეზისი და ძალაუფლების, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალური თემის ცნება. რეალიზმისაგან განსხვავებით, ნ. სახელმწიფოთა ქცევის ანალიზისას მათ ეროვნულ ინტერესებს კი არ ანიჭებს გადამწყვეტ მნიშვნელობას, არამედ საერთაშორისო სისტემის კონფიგურაციის ხასიათს. საერთაშორისო სისტემა განაპირობებს სახელმწიფოების გათვლებს, ქცევასა და ურთიერთქმედებას. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ნ-ის ძირითადი კონკურენტი ნეოლიბერლიზმია. ნ-ს მწვავედ აკრიტიკებენ კრიტიკული თეორიისა და პოსტმოდერნიზმის წარმომადგენელი მკვლევარები.

See also: სტრუქტურული რეალიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……