ნიურნბრეგის პროცესი

ნიურნბრეგის პროცესი

E. Nurenmebrg trial

გერმანელი ნაცისტების მთავარ სამხედრო დამნაშავეთა გასამართლებლად გამართული სასამართლო პროცესი, რომელიც ქ. ნიურბერგში (გერმანია) მიმდინარეობდა 20.IX.1945-1.X. 1946. ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა (სსრ კავშირი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი) შეთანხმების საფუძველზე. სასამართლოს წინაშე წარდგა ფაშისტთა 24 ლიდერი. ტრიბუნალის შემადგენლობაში შედიოდნენ სსრ კავშირის, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მიერ დანიშნული ოთხი მოსამართლე და მათი მოადგილეები, ბრალდებას მხარს უჭერდა ათი მთავარი ბრალდმებელი ნპ–ზე პირველად გერმანიის ხელმძღვანელობას ბრალს სდებდნენ: შეთქმულებაში აგრესიული ომის მომზადებისათვის და ამ ომის წარმოებაში პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიის, დანიის, ნორვეგიის, ბელგიის, იუგოსლავიის, საბერძნეთის, სსრ კავშირისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩადენაში, სამხედრო ტყვეების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მოსახლეობის წამებასა და მასობრივად განადგურებაში, სამოქალაქო მოსახლეობის გერმანიაში გადაყვანაში იძულებითი სამუშაოების შესასრულებლად, მძევალთა მკვლელობაში, სახელმწიფო და კერძო საკუთრების გაძარცვაში, სამოქალაქო ობიექტების, ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების არასამხედრო მიზნით განადგურებაში, სამხედრო დანაშაულობებში, პოლიტიკური, რასობრივი ან რელიგიური მოტივებით სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივ განადგურებაში და სხვ. ამგვარად, პირველად იქნა აღიარებული აგრესია, როგორც უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული და პასუხისმგებლობა აგრესიული ომის გაჩაღებისათვის, ამასთან ინდივიდუალური პასუხიმსმგებლობა დაეკისრებათ როგორც რიგით ფიზიკურ პირებს, ასევე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს. ნპ–ზე პირველად იქნა გამოყენებული პრინციპი, რომ პასუხისმგებლობსაგნ არ თავისუფლდება პირი, რომელიც ასრულებდა დანაშაულებრივ ბრძანებას. აღნიშნული პრინციპი აისახა სამხედრო ტრიბუნალების წესდებებსა და ამ ტრიბუნალების მიერ გამოტანილ განაჩენებში. ამავე პრინციპს, როგორც საერთაშორისოსამართლებრივ პრინციპს, აღიარებს გაეროს გენერალური ასამბლეის ორი რეზოლუცია, რომლებიც მიღებულია 11.XII. 1946 და 27.XI.1947. ნპ–ზე აღიარებული პრინციპები საფუძვლად დაედო 1968 წელს მიღებულ კონვენციას „სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოუყენლობის შესახებ“ (იხ. აგრეთვე: ომის დანაშაული, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……