ნომენკლატურა

ნომენკლატურა

1. საბჭოთ კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში კომუნისტური პარტიის მიერ სახელმწიფო, პარტიულ და საზოგადოებრივ თანამდებობებზე ვაკანსიის დასაკავებლად შერჩეული ადამიანების სია. 2. ადამიანები, რომელთაც ეჭირათ მაღალი თანამდებობები ან კიდევ დასანიშნ სიაში იყვნენ შეყვანილნი. ზოგიერთ თანამედროვე პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ძველი პარტიული (სოციალისტური) ნ-ის წარმომადგენლები კვლავ მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტებზე რჩებიან.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. nomenclature

Fr. nomenclature

L. nomenclatura სახელების ნუსხა

მუშაკების ერთობლიობა, რომლებიც პერსონალურად უმაღლესი ინსტანციის მიერ ინიშნებიან.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……