ნორმატიული აქტი

ნორმატიული აქტი

E. normative act/deed/ document

უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს მუდმივ ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი, საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება (საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 4).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ნორმატიული აქტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ ან/და არეგულირებს მრავალჯერადი ხასიათის ურთიერთობებს.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. ნორმატიული აქტი – Normative Act  – უფლებამოსილი სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……