ნოტარიუსის საქმიანობის სამსახურებრივი და სანოტარო მოქმედების შესრულების შეზღუდვა

ნოტარიუსის საქმიანობის სამსახურებრივი და სანოტარო მოქმედების შესრულების შეზღუდვა

E. restriction of official activity of notary public

ნოტარიუსმა სანოტარო საქმიანობასთან ერთად არ შეიძლება იმსახუროს სხვა საშტატო თანამდებობაზე და შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა. მას აქვს პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება. ნოტარიუსს, აგრეთვე მისი ბიუროს მუშაკებს, ეკრძალებათ გარიგების დადებისას იყვნენ მხარეთა შუამავლები. ნოტარიუსს, აგრეთვე, სანოტარო მოქმედების შემსრულებელ შესაბამისად უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, უფლება არ აქვთ შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ თვითონ, მეუღლე ან მეუღლის მშობლები, შვილები, პაპები, ბებიები, ძმები ან დები. ნოტარიუსს უფლება არ აქვს დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო ან კომერციული გაერთიანება, რომლებიც დაფუძნებულია მეუღლის, მშობლების, ან შვილების კუთვნილ კაპიტალზე („ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 17, 48).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……