ობლიგაცია უზრუნველყოფითი

ობლიგაცია უზრუნველყოფითი

E. collateral bond, collateralized bond

ობლიგაცია, რომელიც უზრუნველყოფილია მატერიალური ქონებით ან სხვა ფასიანი ქაღალდებით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილია თვით სააქციო საზოგადოების და მისი ფილიალების აქციებით. მატერიალური ქონებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების სახეებია:

ა) პირველი გირავნობის ობლიგაცია, რომელიც სააქციო საზოგადოების მთელი ქონებითა და სამომავლო შენაძენითაც არის უზრუნველყოფილი. არსებულ ქონებაზე ფიქსირებული თანხა, ხოლო სამომავლო შენაძენზე „მცოცავი“ თანხები გაიცემა;

ბ) მეორეხარისხოვანი, ანუ საერთო გირავნობის ობლიგაციები. მათი უზრუნველყოფა ხდება სააქციო საზოგადოების ქონების იმ ნაწილით, რაც პირველი გირავნობის ობლიგაციების უზრუნველყოფის შემდეგ რჩება (ფილიალების ქონება და სხვ.), შესაბამისად უზრუნველყოფა არც ისე საიმედოა, რის გამოც პროცენტი პირველ გირავნობის ობლიგაციაზე მეტია;

გ) ობლიგაცია, რომელთა ნაწილი სააქციო საზოგადოების ქონებაა, ხოლო ნაწილი – ფასიანი ქაღალდებით არის უზრუნველყოფილი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……