ოკუპაცია

ოკუპაცია

E. Occupation

საერთაშორისო სამართალში ოკუპაციის ორ გაგებას ვხვდებით: 1) ო – ,,terra nullius“ – არავისი მიწის დაკავება (ათვისება), ანუ ისეთი ტერიტორიის დაკავებაა, რომელიც არც ერთი სხვა სახელმწიფოს სამფლობელო არ არის. ო-ის ნიშნებს შორის გადამწყვეტ ფაქტორად აღიარებულია ამ ტერიტორიაზე ოკუპირებული სახელმწიფოს ხელისუფლების ეფექტიანობა. ასეთი გაგებით, ო სახელმწიფო ტერიტორიის შექმნის ერთ-ერთი ფორმაა აზიისა და აფრიკის კოლონიზაციის პერიოდში (XVI-XIX სს.); 2) სამხედრო ო ძალის გამოყენებით, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის დროებითი დაკავება. ,,სახმელეთო ტერიტორიის ან მისი ნაწილის დროებითი დაკავება. ,,სახმელეთო ომის კანონთა და ჩვეულებათა შესახებ“ ჰააგის 1907 წლის კონვენციის, ,,ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის მე-4 კონვენციის,აგრეთვე 1949 წლის ჟენევის კონვენციებთან დაკავშირებით 1977 წელს მიღებული 1-ლი დამატებითი ოქმის (იხ.: ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები, ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ) დებულებათა მიხედვით, სამხედრო ო-ის დროს დამყარებული ხელისუფლება სუვერენიტეტს მოკლებული დროებითი ფაქტობრივი ხელისუფლებაა, რომელმაც პატივი უნდა სცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებებს, დაამყაროს იქ წესრიგი და რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეინარჩუნოს და პატივი სცეს იქ არსებულ კანონებს. სამხედრო ო
არის არა ტერიტორიის შეძენის ფორმა, არამედ იგი ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის მხოლოდ დროებითი დაკავებაა და, წესისამებრ, უნდა შეწყდეს კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ დადებული საზავო ან სხვა სახის საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე (მაგ., ჰიტლერული გერმანიის ტერიტორია დაყოფილ იქნა ოთხ საოკუპაციო ზონად აშშ-ს, სსრ კავშირს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, რაც კარგა ხნის შემდეგ გაუქმდა).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

1. საარვისო მიწის (terra nullius) დაკავება (ათვისება), ანუ ისეთი ტერიტორიის დაკავება, რომელიც არც ერთი სხვა სახელმწიფოს სამფლობელოს არ წარმოადგენს. ასეთი გაგებით ო. წარმოადგენდა სახელმწიფო ტერიტორიის შეძენის ერთ–ერთ ფორმას აზიისა და აფრიკის კოლონიზაციის პერიოდში (XVI-XIX); 2. სამხედრო ო. ძალის გამოყენებით, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის დროებითი დაკავება. სამხედრო ო.–ის დროს დამყარებული ხელისუფლება სუვერენიტეტს მოკლებული დროებითი ფაქტობრივი ხელისუფლებაა, რომელმაც პატივი უნდა სცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებებს, დაამყაროს იქ წესრიგი და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეინარჩუნოს და პატივი სცეს იქ არსებულ კანონებს. სამხედრო ო. არ წარმოადგენს ტერიტორიის შეძენის ფორმას, არამედ იგი ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის მხოლოდ დროებითი დაკავებაა და, წესისამებრ, უნდა შეწყდეს კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ დადებული საზავო ან სხვა სახის ხელშეკრულებათა საფუძველზე (მაგ., ჰიტლერული გერმანიის ტერიტორია დაყოფილ იქნა ოთხ საოკუპაციო ზონად აშშ–ს, სსრ კავშირს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. occupation

G. okkupation

L. occupare დაკავება, დაპყრობა, დაუფლება

1. სხვისი კუთვნილი ტერიტორიის სამხედრო ძალის გამოყენებით დაპყრობა;

2. სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის ადგილი და დრო.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……