ოლიგარქია

ოლიგარქია

ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელისუფლება. ამგვარადვე შეიძლებოდა განგვესაზღვრა არისტოკრატიაც, მაგრამ ო–ს განსხვავებული მნიშვნელობა დაუმკვიდრა არისტოტელემ და არისტოტელურმა ტრადიციამ პოლიტიკურ ფილოსოფიაში. კერძოდ, არისტოტელემ გამიჯნა მმართველთა მცირე ჯგუფი, რომელსაც მიზნად აქვთ საერთო კეთილდღეობა და ჯგუფი, რომლის მიზანსაც პირადი გამორჩენა წარმოადგნს. პოლიტიკურ სოციოლოგიაში არსებობს მოსაზრება (მისი გამტარებელი იყო მიხელსი), რომ სახელმწიფო ორგანიზაციულ, ბიუროკრატიულ სტრუქტურებს აქვთ მისწრაფება გახდნენ ოლიგარქიულნი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. oligarchy

Gk. oligarchia მცირერიცხოვანთა ძალაუფლება. oligos მცირერიცხოვანი+arche ძალაუფლება

1. პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლება, პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა;

2. აგრეთვე, პოლიტიკური, ეკონომიკური გაერთიანების სათავეში მდგომი ასეთი ჯგუფის დასახელება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……