ომბუდსმენი

ომბუდსმენი

E. Ombudsman

1. სახალხო დამცველი, რომლის მოვალეობაა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, რათა გამოიძიოს მოქალაქეთა საჩივრები ხელისუფლების ორგანოებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც, მოქალაქეთა აზრით, ხელისუფლებამ დაარღვია მათი უფლებები და თავისუფლებები. ო-ს ასევე შეუძლია სხვადასხვა საქმეების განხილვა და გამოძიება საკუთარი ინიციატივით. დღეს ო-ს ინსტიტუტი სხვადასხვა ფორმით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.

2. სკანდინავიის ქვეყნებში ისტორიულად – მეფის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირი რომელიმე ოლქში ან რეგიონში

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Ombudsman

(შვედურად წარმომადგენელი) – პირი ან კოლექტიური ორგანო, რომელსაც ევალება, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად დიცვას პიროვნების უფლებები, თუ ისინი დარღვეულია საჯარო ხელისუფლების მიერ, ზოგიერთ ქვეყანაში ო-ს იჩევს ან ნიშნავს პარლამენტი, ზოგიერთში ამ ფუნქციას ასრულებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეული (დანიშნული) პირი. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სახის ო
– ადამიანის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვის სფეროში, ეროვნულ უმცირესობათა დაცვისა და სამხედრო ნაწილებში მომსახურე ჯარისკაცთა და ოფიცერთა უფლებების დამცველები და ა. შ
პირველი ეროვნული ო
არჩეულ იქნა შვედეთის პარლამენტის მიერ, შემდგომ ამ ინსტიტუტის შემოღება სხვა საქმეებშიც იწყება. 1987 წლის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: ,,ომბუდსმენის განსაკუთრებული მოვალეობაა, უზრუნველყოს სასამრთლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის იმ დებულებათა შესრულება, რომლებიც ეხება ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. და არ დაუშვას მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავსიუფლებების შეზღუდვა საჯარო ხელისუფლების მიერ. – საქართველოში ო-ის ინსტიტუტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით.

See also: საქართველოს სახალხო დამცველი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. ombudsman

Sw. ombudsman ვისიმე ინტერესების წარმომადგენელი

1. ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანების, გაერთიანებების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელი სპეციალურად არჩეული (დანიშნული) თანამდებობის პირი. ომბუდსმენი ვალდებულია იმოქმედოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მოქალაქის განცხადების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მას უფლება აქვს მიმართოს დარღვევის აღმოფხვრის მოთხოვნით, როგორც უშუალოდ ადმინისტრაციულ, ისე სასამართლო ორგანოსა და პარლამენტს. აღნიშნულ თანამდებობას აქვს სხვადასხვა დასახელება. მაგ: სკანდინავიის ქვეყნებში ომბუდსმენი; ესპანეთსა და კოლუმბიაში სახალხო დამცველი; საფრანგეთში შუამავალი; რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რწმუნებული. ესპანეთში ომბუდსმენი აირჩევა 5 წლის ვადით პარლამენტის მიერ, ნამიბიაში ინიშნება პრეზიდენტის მიერ, ხოლო საფრანგეთში მინისტრთა საბჭოს დეკრეტით;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 43).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……