ომის კანონები და ჩვეულებები

ომის კანონები და ჩვეულებები

E. Laws and customs of war

საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, რომლებშიც განსაზღვრულია მეომარი მხარეებისა და ნეიტრალური სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობანი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისა და არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს. საამისოდ დადებულია სპეციალური საერთაშორისო ხელშეკრულებები და მოქმედებს საერთაშიორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმები. ამ ნორმების მიზანია ომის წარმოების აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების თავიდან აცილება, ტყვედ ჩავარდნილ მეომართა, დაჭროლთა, ავადმყოფთა, სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო პერსონალის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და მათთვის ომით მინიჭებული ტანჯვის შემსუბუქება. ოკჩ-ში განსაზღვრულია ომის დაწყების, წარმართვისა და შეწყვეტის წესები, დადგენილია პასუხისმგებლობა ამ კანონებისა დაჩვეულებების დარღვევისათის (იხ.: ომის წარმოების აკრძალული მეთოდები, ომის წარმოების აკრძალული საშუალებები, საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……