ომუნიტიზირება

ომუნიტიზირება

E. Communitization

„კომუნიტიზირება” გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც კონკრეტული საკითხი, რომელიც მთავრობათშორისი თანამშრომლობის მეთოდით წყდება (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა – მეორე საყრდენი, მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები – მესამე საყრდენი), გადადის გაერთიანების კომპეტენციაში (პირველი საყრდენი) და მასზე გადაწყვეტილებები ევროგაერთიანების მეთოდით მიიღება გაერთიანების მეთოდი ეფუძნება მოსაზრებას, რომ ევროპის კავშირის მოქალაქეთა საზოგადო ინტერესი უკეთაა დაცული, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროგაერთანების ორგანოები სრულად მონაწილეობენ, სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებით პირთა თავისუფალი გადაადგილების საკითხი, რომელიც მანამდე მართლმსაჯულებისა და შინაგანი საქმეების ფარგლებში მთავრობათშორისი თანამშრომლობით წყდებოდა, ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ იქნა „კომუნიტიზებული”. ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ამ სფეროში გადაწყვეტილებებს ევროგაერთიანების მეთოდით მიიღებენ (იხ. ევროგაერთიანებისა და სამათავრობათშორისო მეთოდები).

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……