ოპტაცია

ოპტაცია

E. Optation

მოქალაქეობის მიღებისა და შეწყვეტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ტერიტორიის კუთვნილების შეცვლისას მოქალაქეობის არჩევას. ერთი სახელმწიფოს მფლობელობისაგან მეორე სახელმწიფოს მფლობელობაში გადასაცემ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ირჩევენ ერთ-ერთი მათგანის მოქალაქეობას იმ პიობებში, რომ ახალი მოქალაქეობის არჩევის შემთხვევაში ისინი უნდა დასახლდნენ იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალქეობასაც ირჩევენ. ო-ის უფლება სათანადო პირს მიენიჭება ტერიტორიის გადაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულებით ან შიდასახელმწიფოებრივი კანონით.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

G. optation

L. Optatio სურვილი, არჩევანი

მოქალაქეობის არჩევის უფლება, რომელიც ჩვეულებრივ ენიჭება ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოს შემადგენლობაში გადასულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……