ორგანიზაცია

ორგანიზაცია – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი.   Source: საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. ორგანიზაცია – (ფსიქოლოგია) (ფსიქოლოგიური ასპექტი) ინდივიდებისა და ჯგუფების დიფერენცირებული და ურთიერთმოწესრიგებული გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საერთო მიზნების, ინტერესებისა და პროგრამების საფუძველზე. განასხვავებენ ფორმალურ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ – იურიდიული სტატუსი და რომელიც პიროვნებას აყალიბებს გაუპიროვნებელი, ფუნქციური კავშირებისა და ქცევის ნორმების მიხედვით; და არაფორმალური ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ერთობას, შეკავშირებულს პირადი არჩევანითა და უშუალო არათანამდებობრივი კონტაქტებით. ფორმალურ ორგანიზაციაში შესაძლებელია წარმოიქმნას სოციალურ – ფსიქოლოგიური ფენომენი, განპირობებული ისეთი ურთიერთობებით, როგორიცაა: ინდივიდი – თანამდებობა, კოლექტივი – ქვეგანყოფილება, ლიდერობა – masakiხელმძღვანელობა და ა. შ. ამ ურთიერთობათა წინააღმდეგობა ვლინდება ორგანიზაციის განვითარებაში, მართვისა და შესრულების ფუნქციების დინამიკაში. ამასთან ორგანიზაციის მართვის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ორგანიზაციის ყველა წევრის ინტერესების გაერთიანება და წარმართვა მათი მიზნების რეალიზაციისაკენ. ინდივიდთა ინტერესების თანხვედრა – განსხვავების ხარისხი, მათი თანამდებობრივი ფუნქციებით, ორგანიზაციის სტრუქტურასა და პროგრამასთან, გავლენას ახდენს მისი მოქმედების ეფექტურობაზე.2.  სოციალური ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია ურთიერთდაკავშირებული სპეციფიური მიზნების მიღწევაზე და მაღალფორმალიზებული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……