ორმოცდაათიანელები

ორმოცდაათიანელები

მოძრაობა, რომელიც 1900 წლიდან იღებს დასაბამს ამერიკაში; ეს პროტესტანტული მიმდინარეობა ეფუძნება სახარებისეულ მოვლენას – სულთმოფენობას, როდესაც მაცხოვრის აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე სულიწმიდა გადმოვიდა და ისინი სხვადასხვა ენაზე აამეტყველა. ორმოცდაათიანელები თვლიან, რომ უფლისგან გამორჩეულ მორწმუნეს მძიმე მარხვით და ლოცვით შეუძლია ღმერთთან კავშირი დაამყაროს შუამავლის გარეშე, რომლის ნიშნად ითვლება გარშემომყოფთათვის გაუგებარ ენაზე ამეტყველება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……