ორპალატიანი სისტემა

ორპალატიანი სისტემა

სახელმწიფოს მართვის სისტემა, რომლის დროსაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანიზაცია ორი პალატისაგან შედგება. ბევრ ქვეყანაში ზემო პალატას შედარებით შეზღუდული, ქვედა პალატაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობისა და მათი დროებით შეჩერების უფლებები აქვს. გამონაკლისია შეერთებული შტატები, სადაც ორივე პალატას (სენატსა და წარმომადგენელთა პალატას) თითქმის თანაბარი უფლებები აქვს. ორ პალატას შორის კონფლიქტის შემთხვევაში მომრიგებლის როლს ასრულებენ შემთანხმებელი, საერთო კომისიები. ორ პალატიანი საკანონმდებლო სისტემა ძირითადად ფუნქციონირებს ფედერაციული მოწყობის ქვეყნებში (აშშ, გფრ, რუსეთი და სხვ.), სადაც ზედა პალატაში წარმოდგენილნი არიან ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა, ჩვეულებრივ, დამოკიდებული არ არის ფედერალური ერთეულის ტერიტორიასა და მისი მოსახლეობის რაოდენობაზე. ო.ს.–ში ზედა პალატები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია ერთმანეთისაგან როგორც დეპუტატების არჩევის წესის, ასევე ფუნქციების მიხედვით. ამ მხრივ ალბათ განსაკუთრებულად გამორჩეულია დიდი ბრიტანეთი, სადაც ზედა, ლორდთა პალატის წევრები არ აირჩევიან, არამედ ინიშნებიან ან მემკვიდრეობით იღებენ მანდატებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. bicameralism

სახელმწიფოს მართვის სისტემა, რომლის დროსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორი პალატისაგან შედგება. სახელმწიფოთა უმრავლესობაში მეორე, ანუ ზედა პალატას შედარებით შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს; ის მხოლოდ აკონტროლებს და დროებით აჩერებს ქვედა პალატაში შეტანილი კანონპროექტების მოძრაობას. გამონაკლისია მხოლოდ აშშ, სადაც სენატსაც და წარმომადგენელთა პალატასაც დაახლოებით თანაბარი უფლებამოსილებები აქვთ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……