ოფერტი

ოფერტი

E. offer

L. offertus შეთავაზებული

1. გარიგების შესახებ წინადადების ფორმალური შეთავაზება ამა თუ იმ პირისათვის ყველა აუცილებელი პირობის მითითებით;

2. გარკვეული ფორმის ოფიციალური განაცხადი საკონკურსო ვაჭრობაში (ტენდერში) მონაწილეობის შესახებ.

ვაჭრობის ორგანიზატორი თავად ადგენს ოფერტის ფორმას, აუცილებელ მოთხოვნებს, საჭირო დოკუმენტების სიას. ოფერტა შეთავაზებულად ითვლება, თუ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. ოფერტი – ხელშეკრულების დადების შესახებ ისეთი წინადადების შეთავაზება, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი და მასში გამოხატულია წინადადების მიმცემის მზადყოფნა თანხმობის შემთხვევაში შეასრულოს თავისი წინადადება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 329).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ოფერტი – შეთავაზება ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელშიც მოცემულია ამ ხელშეკრულების პირობები. ოფერტს აქვს მბოჭავი ძალა – ოფერენტი მეორე მხარის თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულება მის მიერ შეთავაზებული პირობებით.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……