ოქმი

ოქმი

E. Protokol

საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი სახელწოდება, რომელიც, იურიდიული თვალსაზრისით, არაფრით განსხვავდება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან (იხ. ფაკულტატიური ოქმი საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. protocol, record, report, transaction, hearings, minutes

1. დოკუმენტი, რომელიც აღწერს კრების, სხდომის, დაკითხვის და ა.შ. მსვლელობას;

2. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რაიმე ფაქტს, შემთხვევას;

3. სახელმწიფოთა შორის რაიმე სპეციალურ საკითხზე წერილობითი შეთანხმება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ოქმი – Protocol  – დოკუმენტი, რომელშიც აისახება კოლეგიური ორგანოების, თათბირების, კონფერენციების სხდომებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……