ოჯახის სოციოლოგია

ოჯახის სოციოლოგია

სოციოლოგიის მნიშვნელოვანი განყოფილება, რომელიც შეისწავლის ოჯახს როგორც სოციალურ ინსტიტუტს. სოციალური გამოკვლევები წარიმართება ოჯახისა და მისი სტრუქტურული ნაირსახეობების აღწერისა და ანალიზის მიზნით. ამ აზრით იგი მჭიდროდ გადაეჯაჭვება შობადობის შესწავლას XX ს–ის 60–იან წლებამდე ბატონობდა ოჯახის ფუნქციონალისტური თეორია, რომელიც აანალიზებდა ოჯახის „უნივერსალურ“ ფუნქციებსა და ნუკლეარული ოჯახის განსხვავებულ ფორმებს, რომლებიც აღმოცენდება ინდუსტრიული საზოგადოების განსაზღვრული ფუნქციების მოთხოვნების შესაბამისად. 60–იან წლებში აღმოცენდა ახალი კრიტიკული მიდგომა სოციალური მეცნიერების ფემინისტური ანალიზის გავლენით (მორგანი, 1975). ფუნქციონალისტური თეორია ოჯახის პირველად ფუნქციებად მიიჩნევდა: ა) სექსუალურ ურთიერთობის რეგულირებას; ბ) ბავშვთა პირველად სოციალიზაციას; გ) მეუღლეთა ურთიერთემოციურ მხარდაჭერას. ოჯახი, როგორც წესი, ჩვეულებრივ ასრულებს დამხმარე ფუნქციებსაც: უზრუნველყოფა საცხოვრებლით, აგრეთვე ოჯახური ჯგუფის ეკონომიკური მხარდაჭერა, დახმარება განათლების მიღებაში, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ფუნქციური შეხედულებებისა და ოჯახის თანამედროვე სტრუქტურების კრიტიკამ, ალტერნატიულმა შეფასებებმა ყურადღების ცენტრში დააყენა ბევრი ასპექტი და წამოაყენა რიგი საერთო პრობლემებისა, როგორებიცაა: 1. ოჯახის ფორმების დიდი მრავალგვარობა თანამედროვე, აგრეთვე ტრადიციულ საზოგადოებებში; 2. ისტორიულად ძალზე გამარტივებული განსხვავება „გაფართოებულ – ნუკლეარულ“ ცნებებს შორის ინდუსტრიამდელი და ინდუსტრიული საზოგადოებების მიმართ, ვინაიდან ნუკლეარული ოჯახი გვხვდება ინდუსტრიალიზმამდეც, ხოლო გაფართოებულის მნიშვნელობა შენარჩუნებულია ინდუსტრიულ საზოგადოებაშიც; 3. ოჯახის ემოციური და მჭიდრო კავშირები ფარავენ კონფლიქტის მაღალ ხარისხს და მრავალ შემთხვევაში ფაქტობრივ ძალადობას, ამიტომ პრობლემათა შესწავლა უნდა წარმოებდეს თანმიმდევრულად; 4. ანალიზის მნიშვნელობა ძალაუფლებისა და ავტორიტეტის თანაფარდობის, აგრეთვე ეკონომიკურ ურთიერთობათა თვალსაზრისით; 5. ოჯახური ჯგუფის იდენტიფიკაციის სიძნელე ინდუსტრიამდელ საზოგადოებებში.

See also: ოჯახი, ქორწინება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……