პალატა თემთა

პალატა თემთა

E. House of Commons

ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების წარმომადგენელი 659 წევრისგან შემდგარი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა, არჩევითი პალატა. ისტორიულად შეერთებული სამეფოს პარლამენტის საფუძველს შეადგენდა სასულიერო და საერო დიდკაცობა. 1295 წელს ედუარდ I-მა ფორმალურად გაზარდა წოდებების სპექტრი, დაამატა წარმომადგენელთა საერთო რაოდენობას თითოეული საგრაფოდან ორი რაინდი, ხოლო დიდი ქალაქებიდან და თვითმმართველი საშუალო ქალაქებიდან ორი მოქალაქე. მე-14 საუკუნის 30-იან წლებში რაინდები და მოქალაქები უკვე იხსენიებიან, როგორც მესამე წოდებად, ხოლო მათი წარმომადგენლობა კი თემთა პალატის სახელწოდებით. თემთა პალატის, როგორც რეალური ხელისუფლების მატარებლის ფუნქცია, განმტკიცდა მხოლოდ 1688 წელს, როდესაც გადაყენებული იაკობ მეორის ნაცვლად ტახტზე ასულმა ვილჰელმ ორანელმა დაამტკიცა ფუძემდებლური კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის მიხედვით მონარქს არ ჰქონდა მთავრობის კონტროლისა და პარლამენტის (განსაკუთრებით თემთა პალატის) თანხმობის გარეშე გადასახადების გაზრდის უფლება. ამასთანავე, მეფე ინარჩუნებდა მთავრობის ფორმირების, დანიშვნისა და გადაყენების უფლებას. 1689 წლის უფლებათა ბილით წარმომადგენელთა პალატას დაეკისრა გადასახადების შეცვლისა და მონარქიის ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფის ოდენობის დადგენის განსაკუთრებული უფლება. 1694 წლის კანონის მიხედვით ქვეყანაში შემოღებულ იქნა განსაზღვრული პერიოდის შუალედით თემთა პალატის სავალდებულო არჩევნები, რამაც ბოლო მოუღო მონარქისადმი ლოიალურად განწყობილი პარლამენტის უფლებამოსილების მონარქის მიერ უვადოდ გახანგრძლივების პრეროგატივას. 1832, 1867, 1884 წწ. საპარლამენტო რეფორმის შედეგად საგრძნობლად იქნა გაფართოებული ამომრჩეველთა წრე, აღნიშნულმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა თემთა პალატის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოდ საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე. მეფის ნებასურვილის მიხედვით უკანასკნელად მთავრობის გადაყენების ფაქტს ადგილი ჰქონდა 1834 წელს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……