პანნაციონალიზმი

პანნაციონალიზმი

ნაციონალიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სხვა სახეობებისაგან განსხვავებით თავისი შინაარსით ტრანსნაციონალურია და მიზნად ისახავს ეთნიკურად, რასობრივად და რელიგიურად მონათესავე ხალხების პოლიტიკურ გაერთაინებას. პ-ის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია პანამერიკანიზმი, პანარაბიზმი, პანაფრიკანიზმი, პანთურქიზმი, პანისლამიზმი, პანგერმანიზმი, პანსლავიზმი, და სხვ. პ-ს ხშირად ადარებენ ეთნიკურ ნაციონალიზმს, რადგან ორივე მათგანი ერი-სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ თუ ეთნიკური ნაციონალიზმი ერ-სახელმწიფოა შლის, პ. ცალკეულ ერ–სახელმწიფოთა ერთ პოლიტიკურ ერთობად ჩამოყალიბებისთვის იბრძვის. ამ თვალსაზრისით პ. რეგიონული კოოპერაციისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება. ამავე დროს იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰეგემონური და ექსპანსიური საგარეო პოლიტიკური მიზნების გასამართლებლად (პანსლავიზმი, პანგერმანიზმი), ზოგჯერ კი ანტიკოლონიურ და განმათავისუფლებელ ბრძოლასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული (პანაფრიკანიზმი, პანარაბიზმი).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……