პარალელური საარჩევნო სისტემა

პარალელური საარჩევნო სისტემა – Parallel Electoral System  – პარალელური სისტემების დროს იქმნება ერთი მრავალმანდატიანი ოლქი (ქვეყნის მასშტაბით) პროპორციული არჩევნებისათვის და რამდენიმე ერთმანდატიანი ოლქი მაჟორიტარული არჩევნებისათვის. ამომრჩეველი იღებს ორ ბიულეტენს და უფლება აქვს აირჩიოს ერთი პარტია და ერთი კანდიდატი. ერთმანდატიან ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო საერთო ეროვნულ დონეზე (ერთ მრავალმანდატიან ოლქში) გამარჯვებულად ითვლება ის პარტია/პარტიები, რომლების გადალახავენ საარჩევნო ბარიერს. ბარიერ გადალახული პარტიები მიიღებენ მანდატებს მიღებულ ხმათა პროცენტების პროპორციულად.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……