პარტნიორობა გაწევრიანებისათვის

პარტნიორობა გაწევრიანებისათვის

E. Accession Partnership

გაწევრიანებისათვის პარტნიორობის შეთანხმებები დაიდო მინისტრების საბჭოსა და განმცხადებელ ქვეყანებს შორის. აღნიშნული შეთანხმებით ევროპის გაერთიანება კოორდინაციას უწევს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისათვის გაწეულ დახმარებას და ამ ქვეყნების მიერ გაერთიანების კანონმდებლობის მიღებისას განსაზღვრავს შესაბამის პრიორიტეტებს. განმცხადებელი ქვეყნების მიერ ამ პრიორიტეტების დაცვა, თავის მხრივ, განსაზღვრავს გაერთიანების ფინანსურ დახმარებას \nთითოეული განმცხადებელი სახელმწიფო ადგენს დეტალურ პროგრამას გაერთიანების სამართლის შიდა კანონმდებლობაში გადატანისათვის, რის საფუძველზეც ხდება ამ პრიორიტეტების დანერგვა. გარდა ამისა, თითოეული განმცხადებელი სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს შესაბამისი ვადების დაცვაზე და განსაზღვრავს საჭირო ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს. საჭიროების შემთხვევაში პროგრამა შესაძლოა შეიცვალოს კომისიისა და შესაბამისი სახელმწიფოს მიერ. ასევე ერთობლივად ხდება ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრაც \nპარტნიორობის შეთანხმების მიხედვით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის განმცხადებელი ქვეყნების რეფორმების მხარდაჭერის სამი ფინანსური ინსტრუმენტი არსებობს \n�� მიერთებისწინა აგრარული დახმარების ფონდი \n�� მიერთებისწინა სტრუქტურული დახმარების ფონდი \n�� Phare-ის პროგრამა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……