პატრიარქატი

პატრიარქატი

Gk. Patriarches – გავრის მეთაური

პირველყოფილი თემური წყობილების გვაროვნული ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ხასიათდება მამაკაცის პირველმნიშვნელოვანი როლით საზოგადოებრივ წარმოებაში და თემის სოციალურ ცხოვრებაში. ითვლება, რომ პატრიარქატი მატრიარქატის მომდევნო ისტორიული ფრომაცაა, როემლიც დღემდე ცივილიზაციის საბაზისო ფორმას წარმოადგენს. პატრირქატი მამაკაცის დომინირების, ქალსა და მამაკაცს შორის იერარქიული დამოკიდებულების ისტორიაა, რომელიც ვლიდნება საზოგადოებრივი თუ შრომითი გადანაწილების პრაქტიკაში ქალთა მონაწილეობით და მისი სტატუსით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. პატრიარქატი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, რელიგიაში, კულტურასა და ისტორიაში გენდერული უთანასწორობის დამკვიდრებელი სისტემაა. ავტორიტარული მმართველობა, ქალურობისა და მამაკაცურობის სტერეოტიპიზაცია, ბავშვის აღზრდის სისტემა, ოჯახური ყოფა, საზოგადოების ეთიკური ნორმები, ამა თუ იმ სოციუმის სტატუს-ქვო პატრიარქალური ზეგავლენის პროდუქტია, სწორედ პატრიარქალური წყობის სიმყარემ და სტატიკურობამ მისცა ბიძგი ქალთა მოძრაობას, ქალთა ემანსიპაციის პროცესს, რომლის მიზანი გახლდათ ღირებულებათა ახალი სისტემის, დემოკრატიული ფასეულობების დანერგვა და მათ შორის ქალთა უფლებების აქტუალიზება.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

1. სოციალური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ხასიათდება მამაკაცების წამყვანი როლით მეურნეობაში, ოჯახში, საზოგადოებაში. პ-ის წარმოშობა უკავშირდება სამეურნეო საქმიანობის (მესაქონლეობის, მიწათმოქმედების, მეტალის დამუშავების) აღმავლობასა და პირველყოფილი საზოგადოებრივი წყობის ბოლო ეტაპად, დაშლის პერიოდად მიჩნევას.

2. სისტემა, რომლის მეშვეობით მამაკაცები მოიპოვებენ და ხელს უწყობენ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ბატონობას ქალებსა და უფრო ახალგაზრდა მამაკაცებზე. დღეს ტერმინი ფემინისტთა გავლენით ძირითადად უარყოფითი ელფერი აქვს. მეცნიერთა ინტერესს იწვევს პ.-ის გაჩენა და შედეგები. მიზეზთა შორის ბიოლოგიური განსხვავებები, კულტურული და სოციალური წყაროები; ფემინისტურ თეორიებში ტერმინის გამოყენებამ ხელი შეუწყო გენდერულ ურთიერთობათა განხილვის პოლიტიზაციას, რაც ეყრდნობა ქალსა და მამაკაცს შორის ძალაუფლების უთანასწორო განაწილების თეზას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

See also: მატრიარქატი

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……