პატრონაჟი

პატრონაჟი

მფარველობა, დაცვა შუა საუკუნეებში ამ ტერმინმა ახალი საეკლესიო სამწყსოში მღვდლის დანიშვნის უფლების მნიშვნელობა მიიღო. ორივე მნიშვნელობა სრულიად თავსდება პოლიტიკური პ-ის კონტექსტში.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

fig. მფარველობა

E. patronage

L. Patronus დამცველი, მფარველი

1. ფეხმძიმეების, ზოგიერთი კატეგორიის ავადმყოფებისა და ბავშვების ორგანიზებული სამედიცინო მომსახურება შინ, ოჯახურ პირობებში;

2. ძველ რომში – მფარველობის ინსტიტუტი, როცა არასრულუფლებიანი ან ღარიბი მოქალაქეები დამოკიდებული იყვნენ მდიდარ, გავლენიან მოქალაქეებზე.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პატრონაჟი – 1. მედიკო – სოციალური დახმარების გაწევა მარტოხელებში, მოხუცებში, შრომისა და ომის ვეტერანებში, რომელსაც ახორცილებენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებები; 2. პროფილაქტიკური სამუშაოს ფორმა, რომელიც მდგომარეობს, აღრიცხვაზე მყოფი პირების შრომისა და ყოფის პირობების გამოკვლევაში, ბინაზე გაჯანსაღების ღინისძიებების გატარებაში, პირადი ჰიგიენის წესების დანერგვაში.     ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

3. პატრონაჟი ბავშვებში – პატრონაჟი, რომელსაც ატარებენ პოლიკლინიკის ექიმი და მედიცინის და, 3 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარებაზე, და ასაკის მიუხედავად, დასუსტებულ ბავშვებზე სისტემატური აქტიური დაკვირვებით.     ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……