პედაგოგიკა

პედაგოგიკა

მეცნიერება აღზრდის, სწავლისა და სწავლების მიზნების, შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების შესახებ, სპეციალურად ორგანიზებული მიზანმიმართული და სისტემატური ქმედებების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია პიროვნების ჩამოყალიბებაზე. პედაგოგიკა იკვლევს აღზრდის არსსა და კანონზომიერებებს, მის სტრუქტურას, ქმნის სასწავლო აღმზრდელობითი საქმიანობის თეორიებს.

აღზრდის ობიექტთა თავისებურებების და სოციალური დანიშნულების შინაარსის მიხედვით განასხვავებენ პედაგოგიკის შემდეგ დარგებს:

ზოგადი პედაგოგიკა – ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და სხვადასხვა ტიპის სასწავლებლებისათვის სწავლებისა და აღზრდის საერთო კანონზომიერებების შესწავლა. იგი შედგება სწავლების თეორიის (დიდაქტიკა), აღზრდის თეორიის, აგრეთვე განათლების ორგანიზაციისა და მართვის მეცნიერული საფუძვლებისაგან.

• ასაკობრივი პედაგოგიკა სწავლობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის სპეციფიკური აღზრდისა და სწავლების კანონზომიერებს.

• ანდროპედაგოგიკა – თეორია მოზრდილთა სწავლების შესახებ.

• სპეციალური პედაგოგიკა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სწავლა-აღზრდის კანონზომიერებები.

• მეთოდიკა, ანუ კერძო დიდაქტიკა – ცალკეული საგნების სწავლების მიზნები და საშუალებები, მეცნიერული შინაარსის სასწავლო შინაარსად ტრანსფორმირება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

• სოციალური პედაგოგიკა სწავლობს აღზრდაზე სოციალური გარემოს გავლენებს.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……