პერიფერია

პერიფერია

ამ ტერმინით ლიტერატურაში გამოხატავენ მესამე სამყაროს ანუ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც უპირისპირდებიან „ბირთვს“ – განვითარებულ ქვეყნებს. ბირთვი-პერიფერიის წინააღმდეგობა სხვაგვარად ჩრდილოეთ-სამხრეთის დაპირისპირებადაც აღიქმება. პ-ის ქვეყნებს ახასიათებთ განვითარების დაბალი დონე, უმუშევრობა, მცირე ანაზღაურება, მოძველებული ტექნოლოგია, პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ. ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ არსებობს ბირთვის ქვეყნების მიერ პ-ის ქვეყნების ექსპლუატაცია. ხოლო, ნეომარქსისტების აზრით, დაპირისპირება „ბირთვი-პერიფერია“ თანამედროვეობის მთავარი წინააღმდეგობაა და დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების შინაარსს შეადგენს. ცალკე გამოყოფენ. ე.წ. ნახევრადპერიფერიულ ქვეყნებს, რომელთა შორის ბევრია ყოფილი სოციალისტური და საბჭოთა რესპუბლიკა. სავარაუდოა, რომ ზოგი მათგანი გადავა „ბირთვის“ კატეგორიაში, მაგრამ უმრავლესობა, როგორც ჩანს, პ-ში გადაინაცვლებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. periphery

Fr. peripherie

Gk. periphereia არემარე, მიდამო

ცენტრისგან დაშორებული, განაპირა მხარე, ადგილი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……