პერსონა ნონ გრატა

პერსონა ნონ გრატა

E. Persona non grata

ლათინური ტერმინი, რომელიც ნიშნავს არასასურველ პირს. ასე მოიხსენიება დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური, სხვა დიპლომატიური აგენტი, რომელმაც დიპლომატიურ საქმიანობასთან შეუთავსებელი ქმედება ჩაიდინა. ამ სახელმწიფოს მიერ დიპლომატიის პნგ-ად გამოცხადება ნიშნავს, რომ მისი ყოფნა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე არასასურველია. წარმგზავნმა სახელმწიფომ ასეთი პირი უკან უნდა გაიწვიოს რაც შეიძლება მოკლე დროში. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარს აცხადებს ამ პირის უკან გაწვევაზე, ან არ აკეთებს ამას გონივრულ ვადაში, მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია აღარ ჩათალოს ეს პირი დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლად.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

L. Persona non grata მიუღებელი პიროვნება

დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც არ სარგებლობს იმ სახელმწიფოს მთავრობის ნდობით, სადაც იგი ინიშნება. აგრეთვე, ნდობადაკარგული, ქვეყნიდან გაწვევას დაქვემდებარებული დიპლომატიური წარმომადგენელი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……