პეტიციები

პეტიციები

E. Petitions

ეროკავშირის ყოველ მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს აქვს უფლება, მიმართოს ევროპარლამენტს თხოვნით ან საჩივრით ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ხვდება გაერთიანების საქმიანობის სფეროში და პირდაპირ ეხება ამ მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს (ევროკავშირის ხელშეკრულების 21-ე და 194-ე მუხლები.

პარლამენტის პეტიციების კომიტეტი განიხილავს, რამდენად მისაღებია ესა თუ ის თხოვნა ან საჩივარი. მას შეუძლია დასვას საკითხი სახალხო დამცველის წინაშე. კომიტეტს შეუძლია სთხოვოს ევროკომისიას შესაბამისი დოკუმენტების ან ინფორმაციის მიწოდება.

ამსტერდამის ხელშეკრულებამ 21-ე მუხლს დაუმატა ახალი აბზაცი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ ორგანოს, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის, რეგიონების კომიტეტისა და სახალხო დამცველის ჩათვლით, ევროკავშირის ნებისმიერ ოფიციალურ ენაზე (ირლანდიურის ჩათვლით) და მიიღოს პასუხი წერილობით იმავე ენაზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……