პირველადი რეაგირება

პირველადი რეაგირება – ყველა ზომის მიღება, რომელიც საჭიროა: ა) საშიში ნივთიერებით დაბინძურებისა და დამაბინძურებელი საშიში ნივთიერების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად; ბ) საშიში ნივთიერებით გარემოს დაბინძურების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსადმი არსებული ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებისა და სახელმწიფო ორგანოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დაბინძურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისა და ამ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის; იმ პირის ევაკუაციის მიზნით, რომელიც დაშავდა ან რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე შეექმნა გარემოს საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად, ასევე მისი დროებითი თავშესაფრით, პირველადი საჭიროების საგნებით და პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველსაყოფად; გ) საშიში ნივთიერებით გამოწვეული შესაძლო ზიანისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.   Source: საქართველოს კანონი „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……