პირი ფიზიკური რეზიდენტი

პირი ფიზიკური რეზიდენტი

E. resident natural person

პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, რომელიც მთავრდება საგადასახადო წელს, ან იგი საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხოეთში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივი ყოფნის დროს არ განეკუთვნება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში როგორც: პირი, რომელსაც ჰქონდა დიპლომატიური სტატუსი, ან როგორც ასეთი პირის ოჯახის წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც პირი, რომელიც იმყოფებოდა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ან/და როგორც ასეთი პირის ოჯახის წევრი, საქართველოს მოქალაქეების გარდა; მხოლოდ უცხოეთის ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოში გადაადგილებისას საქართველოს ტერიტორიის გავლით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 25).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……