პირობითი გარიგებები

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

ხშირია შემთხვევები,  როცა გარიგების მონაწილეები გარიგებით გათვალისწინებული შედეგი დადგომას უკავშირებენ განსაზღვრული გარემოებების არსებობას. ვინაიდან გარიგების შედეგების შედეგების დადგომა ამ გარემოებებზეა დამოკიდებული  სამოქალაქო სამართალი ასეთ გარიგებებს პირობით გარიგებებს უწოდებს.

გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა შეიძლება რამდენიმე პირობაზე იყოს დამოკიდებული. ეს პირობები შეიძლება იყოს როგორც კუმულატიური  ასევე ალტერნატიული. კუმულატიური პირობის დროს აუცილებელია ყველა იმ პირობის არსებობა  რომელიც გარიგების ნამდვილობის პირობად არის დასახელებული. ალტერბატიული პირობის შემთხვევაში გარიგების ნამდვილობისთვის საკმარისია ერთ-ერთი რომელიმე პირობის დადგომა.

გარიგება პირობითად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნამდვილობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე“, ანუ ისეთ მოვლენაზე  რომელიც მომავალში უნდა დაგეს  მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია  დადგება თუ არა ეს მოვლენა სინამდვილეში.

სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს გადადების ანუ სუსპენსიურ და გაუქმების ანუ რეზოლუტიურ პირობებს. გარიგება გადადების პირობითაა დადებული  თუკი გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უზნობ მოვლენაზე.

გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება  როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.

შინაარსის მიხედვით გარიგების პირობა შეიძლება იყოს კაზუალური და პოტესტატური. კაზუალურია პირობა  როცა მისი არსებობა დამოკიდებულია შემთხვევით მოვლენაზე. პოტესტატური პირობის დადგომა გამოიხატება ერთ-ერთი მხარის მოქმედებაში.

_________________________________

გადასვლა >>>> სამოქალაქო სამართალი

.