პიროვნების თვითგამორკვევა ჯგუფში

პიროვნების თვითგამორკვევა ჯგუფში – (ფსიქოლოგია) ინდივიდის არჩევითი დამოკიდებულება კონკრეტული ჯგუფის ზემოქმედებისადმი, რომელიც გამოიხატება მათ მიერ ერთის მიღებით და უარყოფით სხვა ჯგუფური ზემოქმედებებისა, გამასაშუალებელი ფაქტორების მიხედვით – შეფასებები, დარწმუნებები, იდეალები, ჯგუფური ნორმები, ღირებულებები და სხვ. პიროვნების თვითგამორკვევა ჯგუფში წარმოადგენს ალტერნატივას, როგორც კონფორმიზმისა, ასევე ნონკონფორმული ქცევისა; იგი ასახავს განვითარებულ კოლექტივში პიროვნებისათვის დამახასიათებელ პოზიციას, რომელიც დამყარებულია ინდივიდის მიერ, თავისი და ღირებული ორიენტაციებისა და ურთიერთობების შესაბამის მოქმედების აუცილებლობის გაცნობიერებაზე. ჯგუფში პიროვნების თვითგამორკვევის ექსპერიმენტული გამოკველვები გულისხმობს: 1. პირთა გამოვლენას, რომლებიც ეთანხმებიან ჯგუფის აზრს; 2. ფსევდორეალური, ესპერიმენტატორის მიერ სპეციალურად ორგანიზებული ჯგუფური ზეწოლა, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჯგუფის აზრს, ანუ რომელიც არ შეესაბამება ჯგუფში მიღებულ ნორმებსა და ღირებულებებს. ამ პირობებში შესაძლებელია ინდივიდთა გამოყოფა, რომელთათვისაც დამახასიათებელია პიროვნების თვითგამორკვევა ჯგუფში, და კონფორმული ინდივიდები. ჭეშმარიტ კოლექტივში, განსხვავებით დიფუზური ჯგუფისა, პიროვნების თვითგამორკვევა ჯგუფში წარმოადგენს პიროვნების რეაგირების მეთოდს ჯგუფურ ზეწოლაზე და ამიტომ, გამოდის როგორც ფორმის ჩამომყალიბებელი ნიშანი.     ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……