პლატფორმა

პლატფორმა

პოლიტიკურ დებულებათა ერთობლიობა, რომელსაც რომელიმე პიროვნება ან პარტია წამოაყენებს არჩევნების წინ. პარტიის პ., როგორც წესი, ყალიბდება პარტიულ კონფერენციებზე, რომლებზედაც მიღწეულია საჭირო კონვენცია. პ-ის ელემენტები ყალიბდება როგორც შიდაპარტიული ჯგუფების კონსენსუსის, ასევე ინტერეს-ჯგუფების ზეწოლის შედეგად. პარტიის წინასაარჩევნო პ-ს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საარჩევნო სისტემებში, სადაც ამომრჩეველი თავის სოციალურ სტატუსს რომელიმე პარტიასთან აკავშირებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. platform

Fr. Plateforme, plate ბრტყელი + forme ფორმა

1. პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ჯგუფის პოლიტიკური პროგრამა;

2. რკინიგზის სადგურებზე ფიცარნაგი, ბაქანი;

3. ღია, სატვირთო დანიშნულების სარკინიგზო ვაგონი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პლატფორმა – (ინტ.), platform სისტემური ბლოკი, რომლის ინტერფეისი და სერვისი განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტებით ან შეთანხმებებით ფირმათა ჯგუფებს შორის. პლატფორმის მახასიათებლები ისე შეირჩევა, რომ შეიძლებოდეს მისი გამოყენება ამოცანათა მაქსიმალურად ფართო წრის გადასაწყვეტად. კონტექსტიდან გამომდინარე, ეს ტერმინი უფრო ფართო (მოიცავს ოპერაციულ სისტემასაც) ან ვიწრო გაგებითაც იხმარება – მოიცავს მხოლოდ პროცესორის ტიპს.     ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……