პოლიტიკა ფულად საკრედიტო და სავალუტო

პოლიტიკა ფულად საკრედიტო და სავალუტო

E. credit-monetary policy

1. ფულის ბაზარზე ოპერაციების და ოფიციალური საპროცენტო განაკვეთის მანიპულირების, ბანკებისადმი სარეზერვო მოთხოვნების, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის, სავალუტო რეზერვებისა და ეროვნული ვალუტის კურსის მართვის მექანიზმების გამოყენებით ფულის მიმოქცევისა და საბანკო სისტემის ლიკვიდურობის კონტროლი. აგრეთვე, ეკონომიკის ზრდის ტემპებზე ზემოქმედების მიზნით დაკრედიტებისა და სესხის აღებაზე შეზღუდვების დაწესება;

2. ახალი საფინანსო წლის (ემთხვევა კალენდარულ წელს) დაწყებამდე სამი თვით ადრე საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს. აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრება ინფლაციის დონე, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისათვის გასაცემი კრედიტების მაქსიმალური ოდენობა, ამ პარამეტრების უზრუნველმყოფელი ფულად-საკრედიტო რეგულირების მექანიზმები, საკურსო და სავალუტო რეჟიმი, სამართლებრივი ბაზისა და ფულად-საკრედიტო სისტემის სრულყოფის ღონისძიებები. ყოველწლიურად საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 69).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……