პოლიტიკა

პოლიტიკა

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ხელისუფლების განხორციელების ძირითადი პრინციპები, ნორმები და მიმართულება (უფრო ფართო გაგებით – მთლიანი მოღვაწეობა).

2. საზოგადოებრივი (ეკონომიკური, სოციალური და სულიერი) ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი სფერო, რომელიც დაკავშირბულია სოციალური სუბიექტების ურთიერთობებთან, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ხელისუფლების ფუნქციონირებასა და შეცვლასთან. პ.-ის გაგების წარმოშობას, ჩვეულებრივ, არისტოტელეს ნაშრომის სახელწოდებას – „პოლიტიკას“ უკავშირებენ, რომელშიც იგი სახელმწიფოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციისა და მოღვაწეობის საკითხებს იხილავს. მას შემდეგ პ-ს სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ერთი რამ უდავოა, პ. ფართო, რთული, მრავალწახნაგოვანი და მრავალსაფეხურიანი მოვლენაა; რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელებასა და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული. შეიძლება გამოვყოთ მისი შემადგენელი შემდეგი სტრუქტურული ელემენტები:

ა) პოლიტიკური ინტერესები, მიზნები და მიზანდასახულობანი;

ბ) პოლიტიკური კავშირები, მოქმედებები და ურთიერთობები;

გ) საზოგადოების, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და გაერთიანებების პოლიტიკური ორგანიზაცია;

დ) პოლიტიკური ცნობიერება, როგორც სუბიექტების მიერ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გათვითცნობიერება;

ე) პრაქტიკული პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია შემუშავებული პოლიტიკური ხაზის რეალიზაციისა და გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

მოკლედ, რომ ვთქავათ საჭიროა განვასხვავოთ პ. და პოლიტიკური ცნობიერება, პ. და პოლიტიკური პრაქტიკა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც პ-ს უფრო ფართო გაგება აქვს, ერთიცა და მეორეც პ-შია გაერთიანებული. პ. თავისი მოქმედების სფეროს მიხედვით იყოფა საშინაო (შიდასახელმწიფოებრივ) და საგარეო (სახელმწიფოთაშორის, საერთაშორისო, მსოფლიო) პ-დ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

fig. ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით რისამე მისაღწევად წარმართული მოქმედება

E. policy, politics

G. politik

Fr. politique

Gk. Politike სახელმწიფოს მართვის ხელოვნება

1. სახელმწიფო მმართველობისა და მართვის ორგანოების საქმიანობა, რომელიც ასახავს ქვეყნის საზოგადოებრივ წყობას და ეკონომიკურ სტრუქტურას;

2. ამა თუ იმ სფეროში სახელმწიფოს ან ცალკეული სოციალური ჯგუფის მოქმედების განსაზღვრული მიმართულება;

3. სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები, საკითხები.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……