პოლიტიკური მკვლელობა

პოლიტიკური მკვლელობა

E. Political killing

ადამიანთა უკანონო და წინასწარგანზრახული მკვლელობა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოღვაწეობის, რელიგიის, ან ფილოსოფიური შეხედულებების, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, კანის ფერის, ან ენის გამო, რომელიც ხელისუფლების ბრძანებით, მისი თანხმობით, ან არასამთავრობო ძალების მიერ ხორციელდება. \ პ.მ-ის ცნება მოიცავს ხელისუფლების მიერ წაქეზებულ მკვლელობას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურისა და პოლიტიკური მოტივაციის გარეშე. ბრძოლაში სიკვდილი, ან ჩვეულებრივი დამნაშავის მიერ ჩადენილი მკვლელობა, შესაბამისი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, არ განეკუთვნება პ.მ-ს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულებით დამთავრებული საქმის დაჩქარებული განხილვაც, როდესაც ბრალდებულს არა აქვს თავის დაცვის და ადვოკატის აყვანის საშუალება, განიხილება როგორც პ.მ. ამავე ცნებას შეიძლება მიეკუთვნოს ტერორისტის მიერ ჩადენილი მკვლელობა.

See also: საზოგადო მოღვაწის პოლიტიკური მკვლელობა, არამართლზომიერი სიკვდილით დასჯა

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……