პოლიტიკური ფილოსოფია

პოლიტიკური ფილოსოფია

შემოთავაზებული ფილოსოფიური დილემების გადაწყვეტის პოლიტიკური შედეგების სისტემატური, დეტალური შესწავლა. ამ სფეროში შექმნილი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ცნობილი ნაშრომები აღნიშნული შედეგების წარმოჩენას ფუნდამენტურ, კოსმოლოგიურ, ონტოლოგიურ და გნოსეოლოგიურ ჭრილში ცდილობენ და პოლიტიკურთან აკავშირებენ. პ.ფ. იკვლევს აგრეთვე კონკრეტული საკამათო პოლიტიკური მოვლენების მნიშვნელობას, მაგ., ადამიანური „მე“-ს ბუნებას ან მორალური პასუხისმგებლობის გაგებას. უდავოა, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი პ.ფ-სა და მორალის ფილოსოფიას შორის, რამეთუ ორივე მათგანი ითვალისწინებს ფასეულობების შესახებ ჩვენი შეხედულებების ბუნების კვლევას. შესაბამისად, როდესაც გნოსეოლოგიური მოსაზრების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა იმის შესახებ, რომ ფილოსიფიას არ ეხება ეს ნორმატიული საკითხები, საფუძველს მოკლებულად გამოცხადდა თვით პ.ფ-ც. თანამედროვე პ.ფ. საკმაოდ წარმატებულად ვითარდება, უკუგდებულ იქნა გნოსეოლოგიური დასკვნა, რომელიც ერთ დროს მისთვის ფატალური აღმოჩნდა. პ.ფ. ცდილობს ერთდეროულად გაიაზროს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გააანალიზოს და გვირჩიოს, რა უნდა გაკეთდეს. თანამედროვე პ.ფ-ს თავისი კონტექსტი აქვს, გასული დროის ფილოსოფოსები კი მარადიული ჭეშმარიტებების ახსნას ცდილობდნენ. დღეს ადამიანთა ცხოვრების პირობების პოლიტიკური შედეგების კვლევისას ორივე ზემოთ აღნშნული მიდგომა სათანადოდ ავსებს ერთმანეთს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……