პოლიტიკური ღირებულებები (ფასეულობები)

პოლიტიკური ღირებულებები (ფასეულობები)

მეტ-ნაკლებად აღიარებული პოლიტიკური ქცევის სტანდარტები, ანუ საზოგადოებისა და გარკვეული სოციალური ჯგუფის შეხედულებები პოლიტიკური მიზნების – იმ ძირითადი გზებისა და საშუალებების შესახებ, რომლებსაც ამ მიზნების განხორციელებისაკენ მივყავართ. ფასეულობების ცნება შემოიტანა მაქს ვებერმა. შემდგომში ტ. პარსონსი და სტრუქტურული ფუნქციონალიზმის სხვა წარმომადგენლები მას განიხილავდნენ როგორც ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, რომლის საფუძველზეც სოციალური და პოლიტიკური თანხმობა მიიღწვა. იგი პოლიტიკური კულტურისა და სოციალური სისტემის რეგულაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, და უზრუნველყოფს ასეთი რეგულაციის საერთო, სტრატეგიულ ხაზს. პ.ღ-ის საფუძველზე შემუშავდება სოციალური და პოლიტიკური ნორმები. უმნიშვნელოვანეს პ.ღ-ს მიეკუთვნება მაგ., პიროვნების თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი სახელმწიფო, მშვიდობა, სოციალური თანასწორობა, მოქალაქეობრივი მოვალეობა და სხვ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……