პოლიტიკური ძალადობა

პოლიტიკური ძალადობა

E. Political violence

ვინაიდან სახელმწიფოს მოეპოვება ძალის გამოყენების მონოპოლია, მან რეაგირება უნდა მოახდინოს პ.ძ-ის აქტებზე, რომელთაც ცალკეული პირები, ან ჯგუფები ახორციელებენ. ასეთ ქმედებებს ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: \n1. არსებული სოციალური და პოლიტიკური სისტემის დანგრევა მისი ახლით შეცლის მიზნით; \ 2. მმართველი პოლიტიკური რეჟიმის დანგრევა მისი ახლით შეცვლის მიზნით; \ პ.ძ., რომელიც იურიდიულად პოლიტიკურ დანაშაულში გამოიხატება, ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: \ 1. მოქმედების მოტივი პოლიტიკური უნდა იყოს, ანუ რომელიმე ზემოჩამოთვლილ მიზანს უნდა ისახავდეს. ეს მოტივი განასხვავებს პ.ძ-ს ჩვეულებრივი დანაშაულისაგან. \ 2. ძალადობის სუბიექტი უნდა იყოს ცალკეული პირი, ან პირთა ჯგუფი (ორგანიზაცია, პარტია, პარტიზანები და ა.შ.). \ თუ ძალადობაში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ან მათ მიერ მხარდაჭერილი პირები იღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა დარღვევასთან.

See also: ძალადობა, ტერორიზმი

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……