პოლიტიკური ძალა

პოლიტიკური ძალა

პოლიტიკური მეცნიერების ცენტრალური, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანი კატეგორია. ტერმინი „ძალა“ უაღრესად მრავალმნიშვნელოვან კონტექსტებში გამოიყენება. ასე მაგალითად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ვინმეს მიერ „მეტი“ ან „ნაკლები ძალის“ ფლობაზე ისე, რომ ანგარიში არ გავუწიოთ ამ ჩვენი მსჯელობების შეფასებით ხასიათს და ისინი დესკრიპციებად ჩავთვალოთ. ხშირად „ძალის“ ირგვლივ არსებულ დისკუსიებს ისიც ართულებს, რომ ძალის მფლობელი დაინტერესებულია, დამალოს თავისი რეალური ძალა. სხვა შემთხვევებში ჩვენ მიერ რაიმე დაჯგუფების ან პერსონის პოლიტიკური ძალის მქონედ არასწორად აღქმამ მართლაც შეიძლება გააძლიეროს ის. ასეთი და სხვა სახის სიძნელეები პრობლემებს ქმნის პ.ძ-ის შესწავლისას. ცნების საუკეთესო განსაზღვრება მაქს ვებერს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, პ.ძ. არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის უნარი, გააკეთებინოს სხვას ის, რასაც ეს უკანასკნელი არ გააკეთებდა საკუთარი სურვილით.

See also: ძალა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……