პოლიცია

პოლიცია

E. Police

საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანო. მისი უფლებამოსილებანი და ვალდებულებანი განისაზღვრება კანონით. პ. პასუხისმგებელია მოსახლეობის, სახელმწიფოს, კერძო საკუთრების დაცვაზე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე, საგზაო მოძრაობისა და საზოგადოებრივი წესრიგის რეგულირებაზე. პოლიციელებს, როგორც წესი, აცვიათ ფორმა და ატარებენ იარაღს.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. police

G. polizei

1. სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ადმინისტრაციული ორგანო;

2. სამართალდამცავი გასამხედროებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც დეპარტამენტის სახით შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში და უზრუნველყოფს სახელმწიფოში არსებული კანონიერების რეჟიმის განუხრელ დაცვას („პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……