პოლიციის და სასამართლო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საქმეებზე

პოლიციის და სასამართლო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საქმეებზე

E. Police and Judicial Cooperation in Criminal Matters

ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავი (მესამე საყრდენი) მთლიანად შეიცვალა ამსტერდამის ხელშეკრულებით, რომელმაც მიზნად დაისახა თავისუფლების, უსაფრთხოების და მართლმსაჯულების სივრცის შექმნა ევროპის კავშირის ტერიტორიაზე. ეს თავი ფარავს ,,პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეებზე”, რომლის მიზანია, თავიდან აიცილოს და ებრძოლოს შემდეგ პრობლემებს \n�� რასიზმი და ქსენოფობია \n�� ტერორიზმი \n�� ადამიანებით ვაჭრობა და დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ \n�� ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა \n�� იარაღით უკანონო ვაჭრობა \n�� კორუფცია და თაღლითობა \nახალი თავი პოლიციის ძალებს საბაჟო და სასამართლო ორგანოებთან ახლო თანამშრომლობის საშუალებას აძლევს პირდაპირ ან ევროპული პოლიციის სამსახურის (ევროპოლის) მეშვეობით იგი, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებს წევრ სახელმწიფოთა სისხლის სამართალთა დაახლოებას \nმინისტრების საბჭო კვლავ წამყვან როლს შეასრულებს ამ სფეროში, თუმცა მის განაკარგულებაში მყოფი სამართლებრივი ინსტრუმენტები შეიცვალა. საერთო პოზიციისა და კონვენციის გარდა მის განკარგულებაშია ორი ახალი ინსტრუმენტი: გადაწყვეტილებები და ჩარჩო გადაწყვეტილებები \nმეტიც, ზოგი წევრი სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის გარეთ მთავრობათშორისი თანამშრომლობის ჩარჩოებში განვითარებული შენგენის კანონმდებლობა, რომელიც ფარავს პოლიციის და სასამართლო თანამშრომლობასაც, ახლო მომავალში ინკორპორირებულ იქნება ევროკავშირის სტრუქტურაში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……