პოსტკომუნიზმი

პოსტკომუნიზმი

იმ სოციალისტური ქვეყნების საზოგადოებების მდგომარეობა და მოძრაობა, რომლებიც შედარებით ახლო წარსულში განუდგნენ სახელმწიფოს საზოგადოებრივი ცხოვრების ტოტალიტარულ საფუძვლებსა და ფორმებს. ტოტალიტარული რეჟიმის მსხვრევამ აქტუალური გახადა საზოგადოების კვაზისოციალიზმიდან კაპიტალიზმზე ან სხვა არაკაპიტალისტურ, მაგრამ ახალ წყობაზე გადასვლის პროცესის შესწავლა. დღეს ასეთი ტრანზიტული სახელმწიფოების პრობლემები სამამულო და საზღვარგარეთელი მეცნიერების შესწავლის საგანია. ამასთან, მთავარ სადისკუსიო საკითხად რჩება: საით, კონკრეტულად როგორი გზებით, რა საშუალებებით, რა მიმართულებით ხორციელდება გარდაქმნები სხვადასხვა ქვეყნებში. ხშირად პერსპექტივის სახით წინა პლანზე შემდეგი ალტერნატივები გამოდის: ან ევოლუცია პლურალისტური დემოკრატიისაკენ, ან ამა თუ იმ ფორმით ნაციონალისტურ საფუძველზე დამყარებული ავტორიტარული მმართველობა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……