პოსტფორდიზმი

პოსტფორდიზმი

იგივეა, რაც ნეოფორდიზმი. დაკავშირებულია კომპიუტერებისა და რობოტოტექნიკის წარმოების სფეროში გამოყენებასა და ასევე მათი მეშვეობით ინფორმაციისა და საქონლის გაცვლის ახალ შესაძლებლობებთან. ფორდიზმის საპირისპიროდ, პოსტფორდისტული ეპოქის ნიშანს წარმოადგენს მოცულობით შედარებით მცირე საწარმოები და წარმოების მოქნილობა (წარმოების პროფილის ადვილი შეცვლა). პოსტფორდიზმს შედეგად მოჰყვა სოციალური და ეკონომიკური ხასიათის ცვლილებები: 1) გაქრა „მრბოლავი მილების“ მქონე სამრეწველო წარმოება და დარგები, 2) შრომის ორგანიზაციამ მიიღო უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული ფორმა, 3) მოხდა შრომის ბაზრის რეორგანიზაცია, ბაზარზე გაჩნდა კვალიფიციური და მოქნილი მუშახელის მოთხოვნა, 4) ლურჯსაყელოიანების (არაკვალიფიციური მუშახელი) ხვედრითი წილი შემცირდა და გაიზარდა თეთრსაყელოიანების (პროფესიონალი, ტექნიკური მმართველების) რაოდენობა, 5) ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენით მოხდა შრომის მრავალი პროცესიის ფემინიზაცია, 6) მრავალეროვანი კორპორაციების რიცხვმა და ავტონომიურობამ მოიმატა, 7) შრომის საერთაშორისო განაწილებამ შესაძლებელი გახადა გლობალური წარმოების ორგანიზება. ფორდიზმიდან პ-ზე გადასვლის ზუსტი დათარიღება შეუძლებელია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……