პრაქტიკული ცნობიერება

პრაქტიკული ცნობიერება

ე. გიდენსის მიხედვით, გამოხატავს, ქცევის განმეორებადი (რუტინული) ფორმების ნაგულისხმევ, იმპლიციტურ ცოდნას. ასეთ ცოდნას ვფლობთ, როდესაც ვმოქმედებთ წესების, ანუ სტრუქტურის მოთხოვნების შესაბამისად ისე, რომ მათზე აქტიურ რეფლექსიას არ ვახდენთ. მაგ., საუბრისას ვიცავთ ენის გრამატიკულ წესებს, თუმცა, მათ შესახებ აქტიურ ცოდნას არ ვფლობთ. მაშასადამე, აღნიშნულ დონეზე აქტორი ახორციელებს პასიურ, არაფორმალურ პეფლექსიას. პ. ც. შესაძლებელს ხდის, რომ პრაქტიკა შესრულდეს პირდაპირი (უშუალო) მოტივაციის გარეშე. ამ კალაპოტში თავსდება ყოველდღიური ქცევების დიდი ნაწილი. ადამიანების შესაძლებლობები შეზღუდულია იმისათვის, რომ დისკურსული ცნობიერების ველში მოაქციონ როგორც საკუთარი, ისე სხვისი ქცევების მრავალფეროვანი ასპექტები. მოქმედებათა დისკურსული იდენტიფიკაცია ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს რუტინათა შეწყვეტას ან მათ კრიტიკულ მსხვრევას.

See also: რეფლექსურობა, არაცნობიერი მოტივაცია, დისკურსული ცნობიერება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……