პრეზენტაცია

პრეზენტაცია

რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი. პრეზენტაცია უნდა იყოს მოკლე (არაუმეტეს 20-30 წუთისა), აზრიანი და საინტერესო. კარგად მომზადებული შინაარსის და სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენების (სპეციალური კომპიუტერული პროგრამების, ფლიპჩარტი, მასალები და ა.შ.) გარდა, ასევე, აუცილებელია მომხსენებელმა გაითვალისწინოს არავერბალური კომუნიკაციის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ხმის ტემბრი, სხეულის ენა და გარეგნობა;

პრეზენტაცია სპეციალურ მომზადებას საჭიროებს. პრეზენტაციის მომზადების დროს მოსწავლემ უნდა გამოყოს პრეზენტაციის ძირითადი მიზნები; პრეზენტაციის დასაწყისში მომხსენებელმა მოკლედ უნდა მოახსენოს აუდიტორიას, თუ რაზე აპირებს საუბარს. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს აუდიტორია, ვისთვისაც ამზადებს პრეზენტაციას და, შესაბამისად, შეარჩიოს პრეზენტაციის შინაარსი და ენა. მან უნდა ისაუბროს მაქსიმალურად გასაგებად და ხაზი გაუსვას ძირითად აზრებს და იდეებს. პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელმა უნდა უპასუხოს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. presentation

L. praesentatio წარდგენა, გადაცემა

1. ტრასატისთვის გადასაცემი თამასუქის გასანაღდებლად წარდგენა;

2. რაიმე ახალშექმნილის საჯაროდ წარდგენა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პრეზიდენტი – President  – სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. არის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……