პრესტიჟი

პრესტიჟი

საზოგადოების ან მის წევრთა ჯგუფის მიერ სხვადასხვა ობიექტების, მოვლენების, სოციალური მნიშვნელობისა და პოზიციების დადებითი ან უარყოფითი შეფასება. პოზიტიური აზრით, ამა თუ იმ მოვლენის სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მოწონება, სოციალურ ერთობაში მიღებული ნორმებისა და ღირებულებების სისტემასთან შესატყვისობა და მიმზიდველობა-სასურველობა. ამგვარად შეფასებული მოვლენა გამოდის როგორც განსაზღვრული სურვილების, გრძნობების, განზრახვების მოტივატორი, იწვევს ინდივიდებში სოციალური აღიარების, მოწონების, წახალისების, იდენტიფიკაციის მისწრაფებას – დაიკავოს შესაბამისი მდგომარეობა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. prestige

Fr. Prestige

L. preastigium მოტყუება

ვისამე (რისამე) ავტორიტეტი, საზოგადოებაში ნდობით, გავლენით სარგებლობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……