პრეტენდენტი
E. pretender, challenger, claimant
G. pratendent
Fr. pretendant
L. praetendere გამართლების მიზნით მოყვანა
1. პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რაიმეზე; რაიმე უფლების მაძიებელი;
2. საჯარო სამსახურში შემსვლელი ან რაიმე თანამდებობის დამკავებელი;
3. საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც გაიარეს საკვალიფიკაციო შეფასების პროცედურა (“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. პრეტენდენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, მიიღოს დაფინანსება ფონდის სახსრებიდან და ამ მიზნით მონაწილეობს საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევ კონკურსში. Source: საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3; საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც გადაიხადა სატენდერო მოსაკრებელი. Source: საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
…
….
…..
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……