პრეფექტი

პრეფექტი

ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელიც დანიშნულია რეგიონის მთავარ აღმასრულებლად. საფრანგეთში პ-ების ინსტიტუტი შემოიღო ნაპოლეონმა 1800 წელს. მათი ძირითადი ფუნქცია რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების ნების გატარება იყო. ამიტომ, უმრავლეს შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა უნდობლობით ეკიდებოდა მათ მოღვაწეობას, რამდენადაც პრეფექტურებს ადგილობრივი, არჩეული ხელისუფლებაც ჰყავდა. მეორე პრობლემა ამ ხელისუფლებასა და პ-ს შორის თანამშრომლობა იყო, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კავშირები, რომლიდანაც რეგიონები ინვესტირებას მოელოდნენ, პ-ს უაღრესად საჭირო პოლიტიკოსად აქცევდა. 1964 წელს საფრანგეთი დაიყო 22 რეგიონად ამდენივე პ-ით, ხოლო 1982 წლის კანონმა დანიშნული პ-ები გადააქცია რეგიონებში არჩეული საბჭოების თავმჯდომარეებად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. prefect

L. Praefectus უფროსი

1. ზოგიერთ თანამედროვე სახელმწიფოში დეპარტამენტის, პრეფექტურის უმაღლესი სამთავრობო თანამდებობის პირი;

2. ზოგიერთ ქვეყანაში ქალაქის პოლიციის უფროსი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……